საზოგადოება
03.08.2020 12:29
შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობას დღეიდან სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე სიმონ გულედანი ასრულებს

შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობას დღეიდან სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე სიმონ გულედანი ასრულებს. გულედანი რწმუნებულის მოადგილის პოზიციაზე 2017 წლიდან მუშაობს. გუბერნატორის მოვალეობის შესრულება კი, მას შემდეგ დაეკისრა, რაც გიგი ხოჯევანიშვილმა პოსტის დატოვების შესახებ განცხადება ოფიციალურად გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ ხოჯევანიშვილი, რომელიც რეგიონს ორი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა, მმართველი გუნდის მიერ გორისა და კასპის გაერთიანებულ მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატად დასახელდა.

 

კვირის ამბები