საზოგადოება
03.08.2020 10:48
საქართველოში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა ოთხი პაციენტი

საქართველოში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილი სპეციალური ვებ.გვერდი stopcov.ge ავრცელებს.

ვებ.გვერდის ცნობით, ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 1179 შემთხვევაა დადასტურებული.

გამოჯანმრთელებულ პაციენტებს კიდევ ოთხი დაემატა და საერთო ჯამში, საქართველოში კოვიდინფექცია 959-მა მოქალაქემ დაამარცხა.

ამ დროისთვის, კარანტინის რეჟიმში 6919 პირი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 251 მოქალაქე.

ცნობისთვის, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.

 

კვირის ამბები