კიდევ ერთი წაუგებელი მატჩი ჩაატარა და აქტივში მორიგი ქულა ჩაიწერა გორის „დილამ“ გუშინ გამართულ მატჩში, რითაც სატურნირო ცხრილში პირველი ადგილი შეინარჩუნა.
გორელები სტუმრად „საბურთალოს“ ხვდებოდნენ და მიუხედავად იმისა, რომ პირველ ტაიმში გაშვებული გოლით (გოლის ავტორი - ელვინ ტერა) მარცხდებოდნენ, მაინც არ შეურიგდნენ წაგებას და შეძლეს ქულის აღება.
ანგარიშის გამათანაბრებელი გოლი მე-80 წუთზე „დილას“ თავდამსხმელმა ნუგზარ სპანდერაშვილმა შეაგდო. აღსანიშნავი ისიცაა, რომ ამ დროს გორული გუნდი უკვე კაცნაკლულად იყო დარჩენილი, რადგან მიკოლა კოვტალიუკი, პირველი ტაიმის მიწურულს, უხეში თამაში გამო, წითელი ბარათით დასაჯა არბიტრმა და მოედნიდან გააძევა.
მატჩი 1:1 დასრულდა. ეს განვლილ 8 ტურში „დილას“ მიერ მეოთხე ფრედ დასრულებული შეხვედრაა, კიდევ 4 მატჩი გორლებმა გამარჯვებით დაამთავრეს.
ახლა სატურნირო ცხრილში 16 ქულით ისინი ისევ პირველ ადგილზე არიან, თუმცა, ამჯერად მხოლოდ 1 ქულით უსწრებენ უახლოეს მდევარს თბილისის „დინამოს“.
მომდევნო ტურში, რომელიც 10 აგვისტოს გაიმართება, „დილა“ შინ, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე თბილისის „ლოკომოტივს“ ეთამაშება. მატჩი 21 საათზე დაიწყება.