მხარის გუბერნატორის საქმიანობას დადებითი შეფასება მისცა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორმაც. როგორც ნიკა ანთიძემ GMnews-თან საუბრისას განაცხადა, რეგიონში შესრულებული სამუშაოები გაცილებით მეტია, ვიდრე პრეზენტაციისას იყო წარმოდგენილი.
„ვფიქრობ, ანგარიშში მოყვნილი ციფრები მეტყველებს იმ ძალიან დიდ საქმეებზე, რაც რეგიონში გაკეთდა. ჩემი პირადი გამოცდილებით ვამბობ, რომ ბატონი გიგი დაუღალავად შრომობდა და ცდილობდა, მაქსიმალურად მეტი ყურადღება დათმობოდა რეგიონში არსებულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს. შედეგი მართლაც ნათელია, ვფიქრობ, პრეზენტაციაში კიდევ არ ვიყო ბოლომდე ასახული ის სამუშაოები, რაც შიდა ქართლში როგორც ფონდი „ქართუ“-ს, ასევე, სააგენტოს დაფინანსებით ხორციელდება. ამიტომაც, ვფიქრობ, ბატონი გიგის მუშაობა იყო ძალიან წარმატებული და ვუსურვებ, ასეთივე წარმატებით მოღვაწეობას მომავალ პარლამენტშიც“, - აღნიშნა ნიკა ანთიძემ.
შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა ორწლიანი საქმიანობის ანგარშის შესახებ პრეზენტაცია უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალის ეზოში, ღია სივრცეში დღეს გამართა.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ სხვადასხვა სამინისტროების წარმომადგენლები, იმ სააგენტოებისა და ფონდების ხელმძღვანელები, რომელთა ფინანსური მხარდაჭერითაც რეგიონში არაერთი პროექტი ხორციელდება. სახელმწიფო რწმუნებულის ორწლიანი საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციაზე, ასევე, მიწვეულები იყვნენ შიდა ქართლში მოქმედი ეპარქიების მმართველები, ბიზნესსექტორის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოების წარმომადგენლები.