საზოგადოება
31.07.2020 22:14
პრეზენტაციამ დაგვანახა, როგორი მასშტაბური იყო რეგიონის რწმუნებულის საქმიანობა ბოლო ორი წლის განმავლობაში - ლია გიგაური

პრეზენტაციამ დაგვანახა, როგორი მასშტაბური იყო რეგიონის რწმუნებულის საქმიანობა ბოლო ორი წლის განმავლობაში, - აღნიშნულის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ლია გიგაურმა გიგი ხოჯევანიშვილის ორწლიანი საქმიანობის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„ძალიან საინტერესო პრეზენტაცია იყო. პრეზენტაციამ დაგვანახა, როგორი მასშტაბური იყო რეგიონის რწმუნებულის საქმიანობა ორი წლის განმავლობაში. რამდენი პროექტი განხორციელდა და რაც მთავარია, ეს საქმიანობა იყო კომპლექსური, მოიცავდა ძალიან ბევრ სფეროს. განსაკუთრებით მინდა შევეხო იმ საკითხებს, რაშიც მჭიდროდ ვთანამშრომლობდით. მოგეხსენებათ, შიდა ქართლი ერთ-ერთი ურთულესი რეგიონია. ბორდერიზაციის პროცესები დაუსრულებლად მიმდინარეობს, არც ისე იშვიათად ადგილი ჰქონდა უკანონო დაკავებებს და გატაცებებს. გარდა ამისა, წარმატებით ვთანამშრომლობდით კოვიდ-პანდემიის პირობებშიც, რისთვისაც, მინდა მადლობა გადავუხადო. წარმატებებს ვუსურვებ და მიმაჩნია, რომ სწორედ ასეთი ადამიანები უნდა წარმოადგენდნენ ხალხის ინტერესებს პარლამენტში. მჯერა, დაიცავს ყველა ადამიანის უფლებას და, რაც მთავარია, მთელი ძალისხმევბით იმუშავებს რეგიონში არსებული პრობლემების გადასაჭრელად“, - განაცხადა ლია გიგაურმა.

კვირის ამბები