საზოგადოება
31.07.2020 19:43
უფლისციხეში შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ორწლიანი საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია მიმდინარეობს

სახელმწიფო რწმუნებული შიდა ქართლში აღნიშნულ პოსტზე მუშაობის ორი წლის შედეგების პრეზენტაციას უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალის ეზოში, ღია სივრცეში მართავს.

პრეზენტაციას ესწრებიან სხვადასხვა სამინისტროების წარმომადგენლები, იმ სააგენტოებისა და ფონდების ხელმძღვანელები, რომელთა ფინანსური მხარდაჭერითაც რეგიონში არაერთი პროექტი ხორციელდება.

სახელმწიფო რწმუნებულის ორწლიანი საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციას, ასევე, ესწრებიან შიდა ქართლში მოქმედი ეპარქიების მმართველები, ბიზნესსექტორის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოების წარმომადგენლები.

კვირის ამბები