საზოგადოება
16.10.2019 15:18
საბავშვო ბაგა-ბაღების ავტორიზაცია სავარაუდოდ მომავალი წლიდან დაიწყება

საბავშვო ბაგა-ბაღების ავტორიზაცია, სავარაუდოდ, მომავალი წლიდან დაიწყება -  აღნიშნულის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ პარლამენტის წინაშე გამოსვლისას, კითხვა-პასუხის რეჟიმში განაცხადა.

კაკაურიძის თქმით, საბავშვო ბაღების ავტორიზაცია რამდენიმე კომპონენტთანაა დაკავშირებული და ფინანსური რესურსის გარდა, გარკვეულ დროსაც საჭიროებს. 

„დროა საჭირო იმისთვის, რომ საბავშვო ბაღების დიდ ნაწილს ჩაუტარდეს გარკვეული სარეაბილიტაციო და სარეკონსტრქუციო სამუშაოები, რათა შეძლონ ავტორიზაციის აუცილებელი სტანდარტების დაკმაყოფილება. დიდი ალბათობით, ავტორიზაცია უკვე მომავალი წლიდან დაიწყება. ამავდროულად, მომდევნო წლის პირველ ნახევარში, იმ საბავშვო ბაღებში სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად განხორციელდება, სადაც ამის აუცილებლობაა, იმისთვის, რომ სკოლამდელი განათლების დაწესებულებებმა ავტორიზაციის მოთხოვნები დააკმაყოფილონ,“ - განაცხადა კაკაურიძემ.

შეგახსენებთ, რომ ბაგა-ბაღებში ავტორიზაციის დაწყების პროცესი რამდენჯერმე გადავადდა.

კვირის ამბები