ხიდი ხიდისთავი-ატენი-ბოშურის საავტობილო გზის მე-3 კილომეტრზე (მდ. ათრევა) ახალი ხიდი მოეწყობა.
დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია ადგილობრივ მოსახლეობას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა უკვე მიაწოდეს. ატენში გამართულ სკოპინგის (სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიში) განხილვას, სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, გორის მუნიციპალიტეტის მერი, კონსტანტინე თავზარაშვილიც დაეწსრო.
GMnews-ის ინფორმაციით, პროექტი ახალი ხიდის მშენებლობას გულისხმობს, რომლის სიგრძე 21,7 მ. ხოლო სიგანე - 9,85 მეტრი იქნება. როგორც ცნობილია, ამჟამად არსებული ხიდი ექსპლოატაციაშია, თუმცა, ფოლადის ყველა ელემენტი დაზიანებული, ამასთან გამოფიტული და ჩამოშლილია ბურჯებიც.
პროექტს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი განახორციელებს.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება