სამართალი
30.07.2020 13:50
გორში, 8 ივნისს მომხდარი ცემის ფაქტზე დაკავებული თარაშ კანდელაკის სასამართლო პროცესი 31 ივლისის ნაცვლად, 15 სექტემბერს გაიმართება

გორში, 8 ივნისს მომხდარი ცემის ფაქტზე დაკავებული თარაშ კანდელაკის სასამართლო პროცესი 31 ივლისის ნაცვლად, 15 სექტემბერს გაიმართება. დაზარალებული ერეკლე თედლიაშვილის ადვოკატის, თამარ თედლიაშვილის ინფორმაციით, სასამართლო სხდომის გადადება პროკურატურამ მოითხოვა, იმ მოტივით, რომ დანიშნულია დამატებითი კომისიური ექსპერტიზა, რომლის პასუხებიც ჯერ ცნობილი არ არის.

„სასამართლო პროცესი ჩანიშნული იყო 31 ივლისს, თუმცა, დანიშნულია კომისიური ექსპერტიზები, რომელთა პასუხებიც ჯერ არ არის ცნობილი და ამ მოტივით, პროკურატურამ პროცესის გადავადება 15 სექტემბრისთვის მოითხოვა. რაც შეეხება ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობას, იგი საავადმყოფოს სტაციონარიდან 1 კვირაა გადაყვანილია სარეაბილიტაციო ცენტრში, თუმცა, მისი მდგომარეობა გაუმჯობესებული არ არის. ჯერჯერობით, არანაირი რეფლექსი არ ფიქსირდება“,  - განაცხადა GMnews-თან საუბრისას თამარ თედლიაშვილმა.

შეგახსენებთ, გორში, 8 ივნისს მომხდარი 18 წლის ახალგაზრდის ცემის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, სასჯელის სახით კი, თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ექვს წლამდე ითვალსწინებს.

კვირის ამბები