კონფლიქტები
30.07.2020 11:28
11 თვიანი პაუზის შემდეგ ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატით გათვალისწინებული შეხვედრა დღეს იგეგმება

ინცინდენტების პრევენვიისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში 96-ე შეხვედრა ერგნეთში დღეს ჩატარდება. მხარეები თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ პირველად შეიკრიბებიან.

ევროკავრშირის სადამკვირვებლო მისიის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატით გათვალისწინებული შეხვედრების აღდგენას წინ უძღვოდა ინტენსიური კონსულტაციები.

შეგახსენებთ, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის  ფორმატით გათვალისწინებული რიგით 95-ე შეხვედრა ერგნეთში 2019 წლის 29 აგვისტოს გაიმართა, რის შემდეგაც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლებამ ამ ფორმატში მიმდინარე მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა, მიზეზად კი, ხაშურის მუნიციპალიტეტში, გამყოფი ხაზის სიახლოვეს, ჩორჩანა-წნელისის მონაკვეთზე საპოლიციო პოსტის მოწყობა დაასახელა და აღნიშნული საგუშაგოს დემონტაჟი მოითხოვა.

კვირის ამბები