30.07.2020 10:41
ზერტში მცხოვრები 80 ოჯახი სასმელ წყალს მალე საკუთარ ეზოებში მოწყობილი ონკანებიდან მიიღებს
ზერტის მოსახლეობის ნაწილს სასმელი წყალი მალე საკუთარ ეზოებში დამონტაჟებული ინდივიდუალური ონკანების საშუალებით მიეწოდებათ. ადგილობრივმა თვითმმართველობამ შესაბამისი მომსახურების შესყიდვის მიზნით ტენდერი უკვე გამოაცხადა.
„გორისმუნიციპალიტეტის მერიამ სოფელ ზერტის ერთ-ერთ უბანში, სადაც 80-მდე ოჯახი ცხოვრობს, სასმელი წყლის სისტემის მოწყობის მიზნით ტენდერი გამოაცხადა. წინადადებების მიღება 12-დან 17 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება. პროექტის ღირებულება 352 600 ლარს შეადგენს. რაც შეეხება შესასრულებელი სამუშაოების ნუსხას, პროექტი ჭაბურღილის, საქლორატოროს, წყალსადაწნეო კოშკის, სანიტარული ზონისა და გამანაწილებელი ქსელის მოწყობას ითვალისწინებს. ტენდერის პირობების მიხედვით, პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 4 თვეში უნდა დასრულდეს“, - აცხადებენ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში.
GMnwes-ის ინფორმაციით, დღემდე, აღნიშნულ უბანში მცხოვრები ოჯახები სასმელ წყალს მეზობელი უბნებიდან ეზიდებიან. პროექტის განხორციელების შემდეგ კი, ისინი წყალს საკუთარ ეზოებში ინდვიდუალური ონკანების საშუალებით მიიღებენ.