რჩევები
29.07.2020 17:38
რა უნდა ვიცოდეთ საზამთროს კურკის სასარგებლო თვისებების შესახებ

ზაფხული არა მარტო კომპოტების, მურაბებისა და ჩირების დამზადების სეზონია, წელიწადის ამ დროს, შეგიძლიათ, უამრავი სამკურნალო მცენარე და თესლი შეაგროვოთ, რომელსაც ორგანიზმისთვის სასარგებლო თვისებები გააჩნია.

GMnwes-ი ერთ-ერთ ასეთ რჩევას საზამთროს კურკებთან დაკავშირებით გთავაზობთ.

საზამთროს კურკები უნდა გააშროთ, დაფქვათ ან მოხალოთ და შაქართან ან თაფლთან ერთად მიირთვათ.

გამშრალი საზამთროს კურკის 30% ცილისგან შედგება, შეიცავს უამრავ ამინომჟავას, რომელიც კუნთოვანი ქსოვილის შექმნას ეხმარება. გარდა ამისა, საზამთროს კურკაში შედის სასიცოცხლო ელემენტები: მაგნიუმი - რომელიც აწესრიგებს წნევას და სისხლში შაქრის შემცველობას;
თუთია - აუცილებელია ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციობისთვის, მათ შორის - მეხსიერებისთვისაც; რკინა - აუცილებელია ორგანიზმის ჟანგბადით მომარაგებისთვის, სასუნთქი ჯაჭვის სრულფასოვანი ფუნქციობისა და ატფ-ს სინთეზისთვის, მავნე შინაგანი და გარეგანი ნივთიერებებისგან ორგანიზმის გასაწმენდად; ფოსფორი - უზრუნველყოფს ძვლოვანი ქსოვილის სიმტკიცეს; მონაწილეობს გულის კუნთისა და თირკმლების მოქმედებაში, კუნთოვანი და გონებრივი აქტიურობის პროცესებში; სპილენძი - მისმა დეფიციტმაც შესაძლოა, აორტისა და თავის ტვინის სისხლძარღვთა ანევრიზმას დაუდოს სათავე; მაგნიუმი - არეგულირებს კუნთებისა და ნერვების მუშაობას, სისხლში გლუკოზის დონეს და სისხლის წნევას, ცილების, ძვლისა და დნმ-ს წარმოქმნის პროცესს.

საზამთროს კურკების მიღება ანემიის შესანიშნავი პროფილაქტიკაცაა და გიხსნით ქრონიკული დაღლილობის შეგრძნებისგან. მის შემადგენლობაში, ასევე, შედის უჯერი ცხიმები, მაგალითად, ერთ-ერთი ასეთია ომეგა 6-ი, რომელიც წნევის დამწევი ეფექტური საშუალებაა და სისხლში ქოლესტერინის დონეს ამცირებს; B ჯგუფის ვიტამინები, რომლებიც ორგანიზმს საკვების ენერგიად გარდაქმნაში ეხმარება; ცელულოზა, რომელიც საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას ასტიმულირებს, ორგანიზმიდან შლაკები და ტოქსინები გამოჰყავს და ასე შემდეგ.

აღსანიშნავია, რომ თერმული დამუშავებისას საზამთროს თესლი ყველა სასარგებლო თვისებას ინარჩუნებს.

კვირის ამბები