გორელმა ხელბურთელმა ვაჟებმა ქვიშის ხელბურთის ეროვნული ტურის პირველ შეჯიბრებაზე მესამე ადგილი დაიკავეს.
ეს პირველი სახელბურთო შეჯიბრება გახლდათ, რომელიც პანდემიით გამოწვეული პაუზის შემდეგ ჩატარდა (25-26 ივლისი).
ასპარეზობას ურეკმა უმასპინძლა. გორელებმა ჯგუფური ეტაპი ადვილად გაიარეს, ოღონდ ნახევარფინალში ქუთაისთან დამარცხდნენ. ამის შემდეგ, მესამე ადგილის დასაკავებლად პაექრობა „გორს“ ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტთან თბილისის „ფაკუნდოსთან“ მოუწია, თუმცა ამ გუნდს 2:1 (19:18, 18:25, 9:5) მაინც სძლია და საბოლოოდ მესამე ადგილზე გავიდა.
„გორს“, რომელიც შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლის ხელბურთელებით იყო დაკომპლექტებული, მწვრთნელი გია მამაცაშვილი ხელმძღვანელობდა.
გუნდის შემადგენლობა ასეთი გახლდათ: თორნიკე გაგლოშვილი (მოთამაშე მწვრთნელი), გიორგი ვათიაშვილი(მეკარე), გიორგი ახალბედაშვილი, გიორგი ტიელიძე, მიხეილ ბერუაშვილი, ნოდარ დალაქიშვილი, ტატო მჭედლიშვილი, ოთარ ზუბიაშვილი.
ეროვნული ტურის მეორე შეჯიბრების გამართვა აგვისტოშია დაგეგმილი. ჩემპიონი სწორედ ამ ორი ტურნირის ჯამში მიღწეული შედეგების მიხედვით გამოვლინდება.