განახლდა ეროვნული ლიგა 3 და „გორმა“ იძულებითი პაუზის შემდეგ პირველივე მატჩი გამარჯვებით დაასრულა. ჩვენი ქალაქის გუნდმა დავით კაპანაძის დუბლით ჩოხატაურის „ბახმაროს“ სძლია 2:0.
პაუზამდე ამ ლიგაში მხოლოდ ერთი ტური იყო გამართული, რომელშიც „გორს“ 1 ქულა ჰქონდა აღებული და აი, ახლა მარაგს 3 ქულაც შემატა და სატურნირო ცხრილში 4 ქულით მე-2 პოზიციაზე გადაინაცვლა.
დავით შუბითიძის (მთავარი მწვრთნელი) გუნდმა ბახმაროსთან ასეთი შემადგენლობით იასპარეზა: გულუაშვილი, გოგიაშვილი, მატენჯა, ისმაილი, ალიმბარაშვილი, ხარებავა, ცეცხლაძე, ოქროპირიძე, კერელეიშვილი, საბიაშვილი, გეგელაშვილი. შეცვლაზე შევიდნენ: ნოზაძე, კაპანაძე, მამულაშვილი.
მომდევნო ტურში „გორი“ სტუმრად „საბურთალო 2“-ს შეხვდება. მატჩი 4 აგვისტოს, თბილისში ჩატარდება.
ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას - სუსი