საზოგადოება
28.07.2020 14:10
გორის მუნიციპალიტეტის მერია მდგრადი ენერგეტიკის კვირეულის ფარგლებში აქტიური ჩართულობისთვის დაჯილდოვდა

გორის მუნიციპალიტეტის მერია მდგრადი ენერგეტიკის კვირეულის ფარგლებში აქტიური ჩართულობისთვის  დაჯილდოვდა. ღონისძიების ორგანიზატორებმა, ასევე, სერტიფიკატები გადასცეს იმ საჯარო მოხელეებსაც რომლებიც ღონისძიებების  ორგანიზებაში უშუალოდ იყვნენ ჩართულები.
„მოგეხსენებათ, რომ გორის მერიამ მდგრადი ენერგეტიკის კვირეულის ფარგლებში გამართულ კონკურსში „საუკეთესო ონლაინ მდგრადი ენერგეტიკის დღე - 2020“ საპრიზო ადგილი მოიპოვა. დღეს კონკურსის ორგანიზატორები გვსტუმრობდნენ. მათ პირადად მოგვილოცეს წარმატება და საჩუქარად ეკოლოგიურად სუფთა გადადგილების საშუალება - თვითმგორავი და სერტიფიკატი გადმოგვცეს. სერტიფიკატრებით დაჯილდოვდნენ ასევე გორის მერიის ის თანამშრომლები, რომლებიც უშუალოდ ჩართულები იყვნენ ღონისძიებების ორგანიზებაში“, - აღნიშნა კონსტანტინე თავზარაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ადგილობრივმა თვითმმართველობამ  მდგრადი ენერგეტიკის დღეები, წელს, კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გამო  დისტანციური ღონისძიებებით აღინიშნა, ჟიურის მხრიდან მაღალი შეფასება დაიმსახურა და ქვეყნის მასშტაბით მეორე საპრიზო ადგილი მოიპოვა.

მდგრადი ენერგეტიკის დღეების ორგანიზება „მერების შეთანხმების“ ხელმომწერი ქალაქების ერთ-ერთ ვალდებულებას წარმოადგენს, რომლის მიზანია ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირება და მათი ჩართვა განახლებადი ენერგეტიკისა და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების პოპულარიზაციაში.

 

კვირის ამბები