საზოგადოება
28.07.2020 12:16
29-30 ივლისს გორში წვიმაა მოსალოდნელი

გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მომდევნო ორი დღის განმავლობაში მოსალოდნელია ნალექი წვიმის სახით. ასევე, ელჭექი და ქარის გაძლიერება.

ჰაერის ტემპერატურა 29 ივლისს, დღის განმავლობაში +28 გრადუსამდე გათბება.

ღრუბლიანობა და ნალექი შენარჩუნდება 30 ივლისსაც. როგორც მეტეოროლოგები ვარაუდობენ, ხუთშაბათს, ჰაერის ტემპერატურა +32 გრადუსამდე აიწევს.

ღრუბლიანი ამინდი და შედარებით დაბალი ტემპერატურა შენარჩუნდება კვირის ბოლომდე. მომდევნო კვირიდან კი, კვლავ მზიანი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

კვირის ამბები