კოვიდ 19-ის 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა საქართველოში და ინფიცირებულთა რიცხვი 1131-მდე გაიზარდა.
მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილი ვებ.გვერდის - stopcov.ge-ს ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 3 პაციენტი. მთლიანობაში, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობიდან 920 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
ინფორმაციის თანახმად, კარანტინის რეჟიმში 6183პირი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ არის 302 ადამიანი.
კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 16 პაციენტი გარდაიცვალა.
მსოფლიოში კორონავირუსით დაავადებულთა საერთო რაოდენობამ კი 16 მილიონს გადააჭარბა. გარდაიცვალა 650 000-მდე ადამიანი.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება