ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტებს უამრავი გულშემატკივარი ახლავთ თან, შესაბამისად, ძალზე ხშირია ფრთიანი ფრაზები.
გთავაზობთ სახალისო ფრაზებს 2020 წლის ეროვნული გამოცდებიდან. აღნიშნული ფრაზები Edu.aris.ge-მ გამოაქვეყნა.
,,ვაიმე ტელეფონს თუ ართმევენ რამე რომ გაუჭირდეს, როგორ გამაგებინებს ბავშვი?“ - ფრთიანი ფრაზები 2020 წლის ეროვნული გამოცდებიდან
– „გამოცდა აქ ტარდება“?
– „აბა დილის 8 საათზე „საბირჟაოდ“ მოვედით?“
– „მოდი, პირჯვარი აიღე, წყალი გადაიწერე და შედი!“
მშობელი: „უკვე ჩამერთო ნერვები!“
- მშობელი დაცვას: შემოვალთ ჩრდილში
დაცვა: იქითაც ბევრი ჩრდილია ქალბატონო
მშობელი: აქედან უფრო კარგად ვნერვიულობ!
– „არსად არ მოიხსენიება ოქროს მედალი, არც ატესტატში, არც არსად, დადე სახლში და გქონდეს.“
– „ამან ისე კარგად ილაპარაკა, 70%-იან გრანტს აიღებს, უეჭველი!“
– „ვაიმე ტელეფონს თუ ართმევენ რამე რომ გაუჭირდეს, როგორ გამაგებინებს ბავშვი?“
– „თქვენ სახლში საერთოდ ლოცულობთ?“
– „იცით რას გეტყვით ქალბატონო, მე სახლში იერუსალიმიდან ჩამოტანილი სანთელი მაქვს!“
– „აუდიტორიაში რომ შეხვალ დამირეკე!“
– „ წერას რომ დავიწყებ მაშინ დაგირეკავ, მა!“
– „აბა ვინ იყო შერმადინი? ჟურნალისტი ხარ უნდა გახსოვდეს!“
– „ნანა, ამოიღე ერთი ის „პერაშკები!“
– „მაღაზია მასწავლეთ სადაა აქ, ბავშვი რომ გამოვა წვენი და მიწის თხილი უნდა დავახვედრო.“
– „რეპეტიტორები არიან ეშმაკები და ჭინკები, ყველა სკოლაში მუშაობს და არ ასწავლიან ბავშვებს, რომ შემდეგ ფული აიღონ!“
– „თქვენი შვილი როგორ სწავლობდა?“
– „რა ვიცი, როგორც ბიჭებს შეეფერებათ.“
გულშემატკივარი დისტანციით მოწყობილ აბიტურიენტებზე: „რა უბედურებაა ზონაა თუ სკოლა? თან კედლებზე ამდენი წარწერები!“
– „ჩემ უკან ისეთი სიმპატიური ბიჭი იჯდა, მომეღრიცა კისერი“.
– „ჩემი ბიჭი ძალიან სხვანაირია, ყველაფერი იცის, მაგრამ გამოხატვა არ უყვარს, ეხათრება. შევეხვეწე, გამოცდაზე მაინც ყველაფერი დაწერე, რაც იცი- მეთქი“.
აბიტურიენტი: „შუბლზე ის პისტოლეტი მომადეს და მერე შემიშვეს (გულისხმობს ტემპერატურის საზომ ხელსაწყოს).“
– “ქართულის გამოცდაზე ისეთი ლამაზი თეთრკაბიანი გოგონა იყო,არ შეგინიშნავს? ჩემი შვილისთვის მომეწონა, ისეთი მოკრძალებული და ლამაზი იყო, ვიფიქრე მივალ, გამოვკითხავ ვინაობას და სადაურობას – მეთქი, მაგრამ მამა დახვდა და ვერ გავბედე. მამაც ისეთი სიმპათიური იყო. ახლა ვათვალიერებ, იქნებ ისტორიის გამოცდაზე დავინახო.”
დაცვა მიმართავს გულშემატკივარს, რომ დაიშალონ და დისტანცია დაიცვან.
პასუხი: ,,ვიდგებით, ერთი კლასტერიდან ვართ!”
– „დედა შენი 31 ზარი დამხვდა ტელეფონზე, ხო იცოდი რო გამოცდაზე ვარ?!“
– „რავიცი, გირეკავდი მაინც“.
– „თქვენ გამოცდაზე ხართ?“
-„რაღა დროს ჩემი გამოცდაა, საცაა პენსია უნდა ავიღო“.
– „წამო მამი, კაი სალათა და თონის პური ჩემზე იყოს!“
– „ჟურნალისტი თუ ხართ კამერა რატომ არ გიჭირავთ? წერთ? მე არ გამიგია ჟურნალისტი წერდეს.“
– „რთული იყო?“
– „არც ისე, მაგრამ ძნელი იყო.“
– „გამოცდები იყო ჩვენ დროს, ახლა ამას ჰქვია მაიმუნობა!“
– „ჩემი შვილი ვაკე-საბურთალოს არ გასცდენია. გლდანში რას დაგვინიშნეს გამოცდა!“
მშობელი: „ამ გამოცდებზე ნერვიულობისაგან 5 კილო დავიკელი. აფსუს, მთავრდება, თორემ მოვასწრებდი კიდე ორ-სამ კილოს.“
გამოცდიდან გამოსული აბიტურიენტი: „ერიკ ემანუელ შმიდტის მოთხრობა შეგვხვდა.“
მშობელი მეორე მშობელს: „ვიღაცა ერიკასა და ემანუელას მოთხობები შეხვედრიათ.“