საზოგადოება
24.07.2020 11:32
გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ყარაჯალარში საკარანტინო შეზღუდვები ამოქმედდა, ლილოს ბაზრობაზე კი, სადაც გარდაბნელთა დიდი ნაწილი მუშაობს, ეპიდკვლევა დაიწყო

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარში, სადაც კოვიდინფიცირების რამდენიმე ახალი შემთხვევა დადასტურდა, საკარანტინო შეზღუდვები ამოქმედდა და სოფლის შესასვლელსა და გასასვლელში საკონტროლო-გამშვები პუნქტები მოეწყო.

დღეიდან, ფართომასშტაბიანი სკრინინგი დაიწყო ლილოს ბაზრობაზეც, სადაც გარდაბნის მცხოვრებთა დიდი ნაწილი მუშაობს.

ლილოს ბაზრობაზე გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომები და ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში, კოვიდ 19-ის 19 ახალი შემთხვევა გამოვლინდა საქართველოში და ინფიცირებულთა რიცხვი 1104-მდე გაიზარდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 1 პაციენტი. მთლიანობაში, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობიდან 912 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ.გვერდზე - stopcov.ge  განთავსებული ინფორმაციის თანახმად, კარანტინის რეჟიმში 5 936 პირი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ არის 268 ადამიანი.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 16 პაციენტი გარდაიცვალა.

კვირის ამბები