გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული პოლიციელი ბრალს არ აღიარებს. შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გორის სამმართველოს თანამშრომლის, ზაზა ალავერდაშვილის ადვოკატის, ბონდო ვათიაშვილის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დაზარალებულის განცხადების საფუძველზე დააკავეს.
,,საქმე პირადი ცხოვრების ამსახველ დეტალებს ეხება, რისი გახმაურების უფლებაც არ მაქვს. იმაზე ვერაფერს მოგახსენებთ, რაც ბრალდებულმა პირად საუბარში მითხრა", - აცხადებს ადვოკატი.
,,22 ივლისს წარუდგინეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის 1-ლი ნაწილით. ამ ეტაპზე ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს, რაც იმას ნიშნავს, რომ თავს დამნაშავედ არ ცნობს. გაუთქმელობის შესახებ ხელწერილი ჩამომერთვა, რადგან საქმე პირადი ცხოვრების ამსახველ დეტალებს ეხება, რისი გახმაურების უფლებაც არ მაქვს. იმაზე კი ვერაფერს მოგახსენებთ, რაც ბრალდებულმა პირად საუბარში მითხრა", - განაცხადა ბონდო ვათიაშვილმა.
გაუპატიურებაში ბრალდებული უკვე ყოფილი პოლიციელის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე თბილისის საქალაქო სასამართლო სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს.
არაოფიციალური წყაროებით გავრცელებული ინფორმაციით, ქალთან, რომლის განცხადების საფუძველზეც ალავერდაშვილი დააკავეს, ბრალდებულს ახლო ურთიერთობა ჰქონდა.
ბრალის წარდგენის მომენტიდან ზაზა ალავერდაშვილს უფლებამოსილება შეუწყდა.