საზოგადოება
23.07.2020 11:53
მშობლებს რომლებმაც ბაგა-ბაღებში აღსაზრდელის რეგისტრაციის პროცესში შეცდომები დაუშვეს, გამოსწორების შესაძლებლობა მიეცემათ
მშობლებს, რომლებმაც ბაგა-ბაღებში აღსაზრდელის რეგისტრაციის პროცესში შეცდომები დაუშვეს, გამოსწორების შესაძლებლობა მიეცემათ - აღნიშნულ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტო ავრცელებს.
 
„რეგისტრაციის გავლის შემდეგ რამდენიმე მშობელმა მოგვმართა და გვითხრა, რომ განცხადების შევსების დროს, სიჩქარის გამო, დაუშვეს შეცდომა და არის თუ არა ამ შეცდომის გამოსწორების საშუალება. იმის გამო, რომ რეგისტრაციის გრაფებში შეტანილი ინფორმაციიდან ყველაზე მნიშვნელოვანი ბავშვის დაბადების თარიღი (შესაბამის ასაკობრივ ჯგუფში ჩარიცხვისთვის) და მშობლის ტელეფონის ნომერია, ვებგვერდს დავამატეთ ინფორმაციის რედაქტირების ფუნქცია, საიდანაც შეძლებთ ჩაასწოროთ ზემოთ აღნიშნული ინფორმაცია. ყველას გთხოვთ, ყურადღებით გადაამოწმოთ თქვენს მიერ შეტანილი ინფორმაცია და საჭიროების შემთხვევაში ჩაასწოროთ, რომ ჩარიცხვის დროს არ შეგექმნათ პრობლემა“, - აცხადებენ სააგენტოში.
შეგახსენებთ, გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია 20 ივლისს დაიწყო და 31 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.
რეგისტრაციას 2-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვები (მინიმალური ზღვარი 2018 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით დაბადებული ბავშვები) გაივლიან.
GMnwes-ის ინფორმაციით, ქალაქში მდებარე ბაგა-ბაღებში რეგისტრაცია ელექტრონულად გახორციელდება, რისთვისაც მშობლები შემდეგ ელ.მისამართს-www.gorikids.ge- უნდა ეწვივნონ. რაიონის ბაღებში ჩასარიცხად კი, განცხადება დაიწერება ადგილობრივი ბაღის დირექტორთანაა შესაძლებელი.
კვირის ამბები