ერთიანი ეროვნული გამოცდები გრძელდება. დღეიდან, საგამოცდო პროცესში მასწავლებლობის მსურველები ჩაერთნენ. 22 ივლისის სესიებზე გორის საგამოცდო ცენტრში დარეგისტრირებული 289 აპლიკანტიდან 259 მასწავლებლობის მსურველი გამოცხადდა. დაგვიანების შემთხვევები, თერმოსკრინინგის პროცესში აპლიკანტებთან მაღალი ტემპერატურა ან სხვა რაიმე სახის შეუსაბამობა არ დაფიქსირებულა. გორის საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორის, თინათინ გვერდწითელის თქმით, ამ დროისთვის, საგამოცდო პროცესი მშვიდ ვითარებაში, ექსცესების გარეშე მიმდინარეობს. სამუშაო დრო ხუთ საათითა განსაზღვრული და 14:00 საათზე დასრულდება.
„ამ დროისთვის, ჩვენ საგამოცდო ცენტრში 276 აპლიკანტი ცდილობს საკუთარი ცოდნის დადასტურებას. აქედან 259 პედაგოგია, რომლებიც კომბინირებულსა (1-4 კლასების ჩათვლით) და ქართულში, მათემატიკასა და ბუნებისმეტყველებაში აბარებენ გამოცდას. რაც შეეხება აბიტურიენტებს, მათთვის მხოლოდ სამი სექტორია განკუთვნილი და ამ დროისთვის, დარეგისტრირებული 18 აპლიკანტიდან 17 ფიზიკისა და ხელოვნების ტესტებზე მუშაობს, 1 კი, გამოცდაზე არ გამოცხადა,“ - აღნიშნა GMnews-თან საუბრისას გორის საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორმა თინათინ გვერდწითელმა.