საზოგადოება
22.07.2020 10:56
გორის მუნიციპალიტეტის 32 სოფელში გარეგანათების სისტემების მოწყობის სამუშაოები აგვისტოს ბოლოს დასრულდება

სოფლის პროგრამის ფარგლებში, გარე განათების სისტემების მოწყობის სამუშაოები გორის მუნიციპალიტეტის 32 სოფელში მიმდინარეობს. შესაბამისი სამუშაოების განხორციელების შესახებ გადაწყვეტილება ადგილობრივმა მოსახლეობამ ხმათა უმრავლესობით მიიღო.

როგორც გორის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, სამუშაოები არბოში, ახალდაბაში, ბნავისში, ბროწლეთში, დიდ მეჯვრისხევში, ძევერაში, ფლავში, ფუხაანთუბანში, კარალეთში, კვარხეთში, მარანაში, მეღვრეკისში, ოლოზში, პატარა გარეჯვარში, ქიწნისში, ქორდში, ქვახვრელში, ქვემო შავშვებში, ზემო და ქვემო სობისში, საქაშეთში, სათემოში, შავშვებში, სვენეთში, ტირძნისში, უფლისციხეში, წედისში, წითელუბანში, ყელქცეულში, ზარდიაანთკარში, ზემო ხვითსა და ზერტში უკვე მიმდინარეობს და დადგენილ ვადებში დასრულდება.

GMnews-ის ინფორმაციით, პროექტის ღირებულება 456 007 ლარია. ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან (შპს „აკაენერჯი“) გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოები აგვისტოს ბოლომდე უნდა დასრულდეს.

ცნობისთვის, მიმდინარე წელს, გორის მუნიციპალიტეტში „სოფლის პროგრამის“ ფარგლებში  115 ინფრასტრუქტურული პროეტი განხორციელდება. სამუშაოების ჯამური ღირებულება კი - 1 596 000 ლარია.

კვირის ამბები