საზოგადოება
21.07.2020 15:52
არცერთი ორგანიზაციის წარმომადგენელს არ ექნება არანაირი შანსი იმისთვის, რომ კონკურენცია გაუწიოს მმართველი გუნდის კანდიდატს - გიგი ხოჯევანიშვილი

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“-ს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გორისა და კასპის საარჩევნო ოლქში კანდიდატად წარდგენის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა. გიგი ხოჯევანიშვილი დარწმუნებულია, რომ სხვა პოლიტიკური პარტიების კანდიდატები კონკურენციას ვერ გაუწევენ.

„ჩემთვის ეს შემოთავაზება და ეს გადაწყვეტილება არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და რა თქმა უნდა, ამასთან ერთად, საკმაოდ მნიშვნელოვანი გამოწვევაც იმისთვის, რომ ჩემი რეგიონისთვის და ჩვენი ქალაქებისთვის კიდევ უფრო მეტი სასიკეთო საქმე გავაკეთო ამჯერად უკვე საკანონმდებლო ორგანოდან. რაც შეეხება სხვა პოლიტიკური ორგანიზაციების წარმომადგენლებს, მე დარწმუნებით ვამბობ, რომ ალბათ არცერთი ორგანიზაციის წარმომადგენელს არ ექნება არანაირი შანსი იმისთვის, რომ კონკურენცია გაუწიოს მმართველი გუნდის კანდიდატს“, - განაცხადა გიგი ხოჯევანიშვილმა.

კვირის ამბები