საზოგადოება
20.07.2020 13:59
სოფელ ნადარბაზევში სასმელი წყლის სისტემების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნადარბაზევში სასმელი წყლის სისტემების მოწყობის სამუშაოები მალე დასრულდება.

როგორც GMnews-ს გორის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, ნადარბაზევის წყლით უზრუნველყოფის პროექტის განხორცილება მიმდინარე წლის მარტიდან ხორციელდება და ახლო მომავალში დასრულდება. პროექტის დასრულების შემდეგ კი, მოსახლეობას სასმელი წყლის პრობლემა აღარ შეაწუხებს.

სამუშაო პროცესს გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი ადგილზე გაეცნო და ადგილობრივებს გაესაუბრა.

„სოფელ ნადარბაზევში 120-მდე ოჯახი ცხოვრობს, ადგილობრივები წყალს რამდენიმე ათეული წელია 7 კილომეტრის მანძილიდან ეზიდებიან, თუმცა, ეს პრობლემა უმოკლეს დროში მოგვარდება და მოსახლეობას წყალი 24-საათიან რეჟიმში მიეწოდება. სასმლი წყლის სისტემის სამშენებლო სამუშაოები სოფელში უკვე ხორციელდება. ამ დროისთვის მიმდინარეობს ჭაბურღილის, შიდა გამანაწილებელი ქსელის, სადაწნეო კოშკისა და წყლის ინდივიდუალური მრიცხველების მონტაჟი“, - განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის მერმა.

პროექტის ღირებულება 452 200 ლარია, სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარების ფონდისა (95%) და ადგილობრივი ბიუჯეტის (5%) თანადაფინანსებით ხორციელდება.

კვირის ამბები