კულტურა
20.07.2020 12:52
24-25-26 ივლისს, ერისთავის სახელობის თეატრი 175 -ე სეზონის პოსტპანდემიურ რესტავრაციას წარმოგიდგენთ
გიორგი ერისთავის სახელობის დრამატული თეატრი მონატრებულ მაყურებელს მალე ღია სივრცეში შეხვდება. კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული რამდენიმეთვიანი ტაიმ-აუტის შემდეგ, რეპეტიციები განახლდა და რამდენიმე დღეში ერისთავის სახელობის თეატრი 175 -ე სეზონის პოსტპანდემიურ რესტავრაციას წარმოგიდგენთ.
24 ივლისს, სასცენოხელოვნებისმოყვარულებს თეატრის ეზოში მოწყობილ სცენაზე,
მონატრებული „იდეალური უცნობების“ (რეჟისორი დავით ჩხარტიშვილი) ნახვა შეეძლებათ. 25 ივლისს, გიგი კენჭოშვილის, ლიკა კევლიშვილის, კობა კოპაძის, სოსო მგალობლიშვილის, ზაზა ცარულაშვილის, ზაზა თედელურის, ზვიად მაღალაშვილის, მარი არღუთაშვილის, ქეთი ლუარსაბიშვილის, თეკლა მარჯანიშვილის, ნათია ტატულაშვილისა და გიორგი ჩოჩნიძის მონაწილეობით, ღია სივრცეში „სადღეგრძელო“ გათამაშდება.
26 ივლისი კი, „ღია ზღვაში“ გასვლის დროა.
„სპექტაკლები გაიმართება საღამოს 9 საათზე, თეატრის უკანა ეზოში.
დასწრება თავისუფალია, თუმცა სოციალური დისტანციის აუცილებლობიდან გამომდინარე ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.
ადგილების დასაჯავშნად გთხოვთ დარეკოთ ნომერზე:0370277932; +995 577 390 350
თქვენი და ჩვენი უსაფრთხოებისთვის თან იქონიეთ პირბადე. მათ კი, ვისაც ქველმოქმედების სურვილი გაქვთ, გეტყვით, რომ წარმოდგენების დროს თეატრის ეზოში დაიდგმება შესაწირი ყუთი, შემოწირული თანხით ჩვენი თეატრის მსახიობს გია მაყაშვილს დავეხმარებით“, - აცხადებენ ერისთავის სახელობის თეატრში.
 
 
 
 
კვირის ამბები