საზოგადოება
20.07.2020 11:44
რამდენიმეწლიანი მოლოდინის შემდეგ სადგურის დასახლებაში ახლადაშენებულ საბავშვო ბაღში აღსაზრდელთა რეგისტრაცია დღეს იწყება

რამდენიმეწლიანი მოლოდინის შემდეგ სადგურის დასახლებაში ახლადაშენებულ საბავშვო ბაღში აღსაზრდელთა რეგისტრაცია დღეს იწყება. გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ცნობით, უკვე დასრულდა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ნუმერაციის პროცესი და როგორც ცნობილია, ახლადაშენებული საბავშვო ბაღი მე-11 ნომერი იქნება, ამასთან, საგანმანათლებლო დაწესებულებაში აღსაზრდელა რეგისტრაცია, ისევე როგორც სხვა ბაღებში, დღიდან დაიწყება.

„სადგურის დასახლებაში მდებარე ახლადაშენებულ საბავშვო ბაღს მიენიჭა ნომერი 11 და 20 ივლისიდან ჩაეშვება რეგისტრაციაში“, - ნათქვამია გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ სადგურის დასახლებაში ახლადაშენებული საბავშვო ბაღი 90 აღსაზრდელზეა გათვლილი და შენობა თანამედროვე სტანდარტებითაა უზრუნველყოფილი.

ცნობისთვის, 2020-2021 სასწავლო-სააღმზრდელო წლისთვის, გორის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღებში, აღსაზრდელთა რეგისტრაცია 20 ივლისს 12:00 საათზე დაიწყება და 31 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.

კვირის ამბები