საზოგადოება
20.07.2020 11:37
გორისა და კასპის გაერთიანებულ საარჩევნო ოლქში მმართველი გუნდის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ხოჯევანიშვილი იქნება

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“-მ საქართველოს მასშტაბით მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. 30-ვე საარჩევნო ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატები „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ირაკლი კობახიძემ დაასახელა.

უკვე ცნობილია, რომ გორისა და კასპის გაერთიანებულ საარჩევნო ოლქში, საპარლამენტო მანდატისთვის, მმართველი გუნდის სახელით სახელმწიფო რწმუნებული შიდა ქართლში, გიგი ხოჯევანიშვილი იბრძოლებს.

გიგი ხოჯევანიშვილი დაიბადა 1985 წლის 23 აპრილს. 2002-2006 წწ. - თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სამართლის ფაკულტეტზე სწავლობდა; 2006-2007 წწ. - განათლება უმაღლესი სამართლის ამერიკული სკოლაში (რიგა, ლატვია) განაგრძო და სამართლის მაგისტრის ხარისხი მიიღო საერთაშორისო სამართლის და ევროკაშირის საკითხებში (L.L.M); 2014-2016 წწ. - საქართელოს ტექნიკური უნივერსიტეტში პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი (PhD) მიენიჭა.  

სამუშაო გამოცდილება: 2018 წლიდან დღემდე -  გორის, კასპის, ქარელის და ხაშურის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო რწმუნებული; 2013-2018 წწ. - შპს. „მაგთიკომის“ იურიდიული/კონტრაქტების განყოფილების უფროსი; 2010-2013 წწ. - სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი; 2009-2010 წწ. - ვენეციის კომისიის წარმომადგენელი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში; 2008-2010 წწ. - ეროვნული კომისია, უფროსი იურისტი; 2007 წ. - ევროპის საბჭო, ვენეციის კომისიის კონსულტანტი. 2006 - 2007 წწ. - იუსტიციის სამინისტრო, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი, სახელშეკრულებო განყოფილება, მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში.

პროფესიული კურსები და მიღწევები: 2015 წლიდან დღემდე - აშშ-ის გაცვლითი პროგრამების საქართველოს მოწილეთა ასოციაციის (EPAG) მმართველი საბჭოს წევრი; 2013 წ. - 21-ე საუკუნის ამერიკის საგარეო პოლიტიკა, Duke University-ის online კურსი; 2012-2013 წწ. - საქართველოს შუამავალი ოფიცერი (Liaison Officer) ევროპის წამების საწინააღმდეგო კომიტეტთან (CPT); 2011-2013 წწ. - პენიტენციის და პრობაციის სასწავლო ცენტრის ტრენერი; 2010-2011 წ.წ. - თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის კურსდამთავრებული; 2010 წ. - ლიდერთა საერთაშორისო პროგრამის მონაწილე (IVLP), ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი; 2008 წ. - ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბრება (საერთო სპეციალიზაციით); 2008 წ. - მენეჯმენტის პროგრამა, თბისლისის თავისუფალი უნივერსიტეტი (ESM); 2006 წ. - ჰააგის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის საზაფხულო სკოლის მონაწილე.

ფლობს ინგლისურ, რუსულ და ფრანგულ ენებს, ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

შეგახსენებთ, რომ 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები 120/30 საარჩევნო სისტემით ჩატარდება, საიდანაც 120 პროპორციული სისტემით, 30 კი მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატი იქნება.

კვირის ამბები