საინტერესო ამბები
16.10.2019 11:31
S.O.S სახიფათო საკვები - როგორ ამოვიცნოთ მავნე დანამატები

პროდუქციის მწარმოებლები მუდმივად ცდილობენ, დიდი ხნის განმავლობაში შეინარჩუნონ პროდუქტის გემო, ხარისხი და გარეგნული სახე. თანამედროვე ქიმიურმა მრეწველობამ, ეს შესაძლებელი გახადა საკვები დანამატების შექმნით.

საკვები დანამატები არც თუ ისე უსაფრთხოა ჩვენი ჯანმრთელობისათვის. ამიტომ, სპეციალისტების რჩევით, სანამ პროდუქციას შევიძენდეთ, ყურადღებით უნდა შევისწავლოთ სასურველი პროდუქტის შემადგენლობა. შეფუთვაზე მითითებულ შემადგენლობაში ხშირად შეიძლება ვიპოვოთ Е ნიშანი (რაც ნიშნავს ევროპას).

E შემდეგ მიწერილი სამნიშნა კოდი აღნიშნავს კატეგორიას, რომელსაც მიეკუთვნება დანამატი:

Е-100—199 — საღებავები

Е-200—299 — კონსერვანტები

Е-300—399 — ანტიოქსიდანტები

Е-400—599 — სტაბილიზატორები, ემულგატორები

Е-600—699 — გემოსა და არომატის გამაძლიერებლები

Е-900—999 — ქაფის წარმოქმნის საწინააღმდეგო და სხვა ნივთიერებები.

საკვები დანამატების უმრავლესობა სინთეზურად მიღებული ქიმიური ნივთიერებებია, ამიტომ ყველაზე უსაფრთხო საკვებმა დანამატმაც კი, განსაკუთრებით მგრძნობიარე ადამიანებში შეიძლება გამოიწვიოს ინდივიდუალური რეაქციები.

საკვები დანამატების უამრავი ჯგუფია, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს, საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მოშლა, ასევე გასათვალისწინებელია, რომ პურ-პროდუქტების ხარისხის გასამჯობესებლად და შენახვის ვადების გასახანგრძილივებლად, ძალზე ხშირად იყენებენ, კალიუმის და კალციუმის ბრომატებს, რაც მეტად მავნებელია ადამიანის ორგანიზმისთვის.

კვირის ამბები