სპორტი
19.07.2020 17:02
დღეს ტურის ცენტრალურ მატჩში ,,დილა“ – ,,დინამოს“ შეხვდება

დღეს, 19 ივლისს, თბილისში, ეროვნული ლიგის VI ტურის ცენტრალურ მატჩში ,,დილა“ – ,,დინამოს“ შეხვდება.

საქართველოს ყველაზე ტიტულოვან გუნდთან – ,,დინამოსთან“ თამაში ყოველთვის და ყველა ქართული გუნდისთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ დღევანდელ მატჩს ინტრიგას ისიც მატებს, რომ ერთმანეთს ჩემპიონატის ლიდერები ეპაექრებიან.

ამჟამად ,,დილა“ ლიგის ერთპიროვნული ლიდერია, ,,დინამო“ კი მეორე ადგილზეა და მას 2 ქულით ჩამორჩება.

თამაშს ორივე გუნდი თითქმის ოპტიმალური შემადგენლობით ხვდება. დანაკლისი მხოლოდ ,,დინამოს“ აქვს, რომელიც  გიორგი ქიმაძის გარეშე ითამაშებს.

,,დილა“ მთავარი მწვრთნელის, გიორგი ნემსაძის ხელმძღვანელობით, წლეულს კარგ სეზონს ატარებს, ჯერაც დაუმარცხებელია და გულშემატკივრები ახლაც იმედიანად არიან. თბილისში მატჩის ფრედ დასრულების შემთხვევაშიც გორელები სატურნირო ცხრილში პირველ პოზიციას შეინარჩუნებენ, რადგან მდევართათვის ამ ეტაპზე მიუღწეველნი არიან.

თამაში ,,დინამო არენაზე“ 21 საათზე დაიწყება და იგი სატელევიზიო ეთერით ,,სილქ უნივერსალზე“ და ეროვნული ლიგის ვებ გვერდზე გადაიცემა. შეგახსენებთ, რომ ეროვნულ ჩემპიონატში მატჩები ჯერჯერობით ისევ მაყურებლის გარეშე ტარდება.

კვირის ამბები