სამართალი
18.07.2020 10:50
გორი-კარალეთის საავტომობილო გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა
გორი-კარალეთის საავტომობილო გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. დაშავებული მამაკაცი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკა ,,გორმედში" გადაიყვანა. 
პასუხისმგებელი ექიმის, დავით გასიტაშვილის ინფორმაციით, ავარიის შედეგად მიღებული დაზიანებების ხარისხის გათვალისწინებით, პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. 60 წლამდე ასაკის დაშავებული მამაკაცი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.
კვირის ამბები