სამართალი
17.07.2020 20:01
გორში, ვერხვების დასახლებაში მომხდარი შეიარაღებული დაპირისპირებისას ორი პირი დაიჭრა
გორში მომხდარი შეირაღებული დაპირისპირების შედეგად ორი პირი დაიჭრა.  ცეცხლნასროლი და ცივი იარაღით მიყენებული დაზიანებებით დაპირისპირებაში მონაწილე ორივე პირი - გიორგი ჩუხრუკიძე და ალექსანდრე რაზმაძე გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. შემთხვევა გორში, სუხიშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში მოხდა. თვითმხილველთა ინფორმაციით, სროლა და დაჭრის ფაქტი ერთ-ერთი დაშავებულის მცირეწლოვანი შვილის თვალწინ მოხდა. მათივე თქმით, დაპირისპირებისას ადგილი ჰქონდა რამდენიმე გასროლას.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.
კვირის ამბები