გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრმა იმ სასწავლო პროგრამების ჩამონათვალი გამოაქვეყნა, რომლებსაც აპლიკანტებს წელს სთავაზობს.
დაინტერესებულ პირებს პროფესიული განათლების მიღება შემდეგი მიმართულებებით შეუძლიათ: საექთნო განათლება - ხანგრძლივობა 3 წელი; ფარმაცია (სააფთიაქო) - ხანგრძლივობა 2 წელი; აღმზრდელი - ხანგრძლივობა 2 წელი; საფინანსო სერვისები - ხანგრძლივობა 1 წელი; კომპიუტერული ქსელი და სისტემები - ხანგრძლივობა წელიწადნახევარი; აზომვით ტოპოგრაფიული სამუშაოს შესრულება - ხანგრძლივობა წელიწადნახევარი; სატვირთო გადაზიდვების ლოგისტიკა - ხანგრძლივობა 1 წელი; საბიბლიოთეკო საქმე - ხანგრძლივობა წელიწადნახევარი; რძის პროდუქტების წარმოება - ხანგრძლივობა 2 წელი.
როგორც საგანმანათლებლო დაწესებულებაში აცხადებენ, რეგისტრაციისთვის, მსურველებმა უნდა მიმართონ პროფესილი განათლების ცენტრს, ან დარეკონ ნომერზე: 27 92 16, 599 16 99 95.
პროფესიული განათლების მიღება საჯარო კოლეჯებში სრული, ცალკეულ კერძო კოლეჯებში კი, ნაწილობრივი სახელმწიფო დაფინანსებით იქნება შესაძლებელი. ცნობისთვის, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრში, სტუდენტები სახელმწიფოს დაფინანსებით დაეუფლებიან სასურველ პროფესიას.
შეგახსენებთ, რომ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღება 20 მაისს გამოცხადდა. წელს, აპლიკანტებს შესაძლბელობა აქვთ, საქართველოს მასშტაბით 34 საჯარო პროფესიული დაწესებულების 120-მდე პროგრამიდან მათთვის სასურველზე გააკეთონ არჩევანი. ამასთან, მთავრობის შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე, წელს ჩარიცხულ სტუდენტებს სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევაც გადაუვადდებათ.