ბაღებში სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით მოსალოდნელ რისკებზე ფიქრის საფუძველი არ არსებობს. აღნიშნულის შესახებ თამარ გაბუნიამ განაცხადა.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, ბაღებთან დაკავშირებით, ისევე, როგორც სკოლების შემთხვევაში, არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, სწავლის დაწყებისთვის მოსალოდნელ გართულებებზე ფიქრის საფუძველი არ არსებობს.
„როცა ჩვენ ვსაუბრობთ საგანმანათლებლო დაწესებულებების გახსნაზე, ბუნებრივია, აქ ბაგა-ბაღებიც მოიაზრება. როცა დაიწყება სწავლა, ზოგადი რეკომენდაციები ბაღებთან დაკავშირებითაც ისევე გაიცემა როგორც სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის. აქ, რა თქმა უნდა, ონლაინ მექანიზმს ვერ გამოვიყენებთ, ამიტომ მაქსიმალური სიფრთხილე გვმართებს იქ, სადაც იქნება ბაღი განთავსებული. გამოვიყენებთ ყველა იმ მექანიზმს, რაც ვიცით რომ დანამდვილებით მუშაობს, ანუ, ვიმოქმედებთ ინფექციის კონტროლის ზოგადი წესებით,“ - განაცხადა გაბუნიამ.