სპორტი
16.07.2020 23:06
,,გორმა“ ამხანაგურ მატჩში ,,საბურთალო“ დაამარცხა

ეროვნულ ლიგა 3–ში მოასპარეზე საფეხბურთო კლუბი ,,გორი" განაგრძობს შეწყვეტილი სეზონის განახლებისთვის აქტიურ მზადებას.

გუნდმა გუშინ ამხანაგური მატჩი გამართა თანალიგელ თბილისის ,,საბურთალო 2"–თან და მინიმალური ანგარიშით 1:0 სძლია მას.

გორელთათვის გამარჯვების მომტანი ერთადერთი გადამწყვეტი გოლი მათმა თავდამსხმელმა დავით კაპანაძემ გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ ლიგა 3–ში შეჯიბრება 27 ივლისს განახლდება. ,,გორი" ამ ტურში შინ, ,,ქართლის" არენაზე ჩოხატაურის ,,ბახმაროს" მიიღებს.

იძულებით შესვენებამდე ამ ლიგაში მხოლოდ ერთი ტურის ჩატარება (10 მარტს) მოესწრო. ის მატჩი ,,გორმა" სტუმრად საგარეჯოში ,,გარეჯთან" ჩაატარა და ფრედ 1:1 დაასრულა. მაშინ გოლით გორელთაგან თავი ნიკა ოქროპირიძემ გამოიჩინა. ,,ბახმარომ" კი იმ ტურში ხობის ,,კოლხეთს” უმასპინძლა და აგრეთვე ანგარიშით 1:1 დაასრულა შეხვედრა.

ეროვნული ლიგის მეორე ტურში,,გორის" და ,,ბახმაროს" დაპირისპირება 27 ივლისს, ქართლის სტადიონზე 17:30 სთ–ზე დაიწყება.

კვირის ამბები