საზოგადოება
16.07.2020 16:38
გუდაბერტყას ნამოსახლარის პოპულარიზაციისა და არსებული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით გორის მუნიციპალიტეტის მერია მალე აქტიურ სამუშაოებს დაიწყებს

გუდაბერტყას ნამოსახლარზე შესაძლებელია ტურისტების მიღება და მათი უშუალოდ ჩართვა სამუშაო პროცესში, - აღნიშნა გუდაბერტყას არქეოლოგიური კვლევის ხელძღვანელმა გიორგი მინდიაშვილმა. მისივე თქმით, ვიზიტორების მოზიდვის მიზნით, საჭიროა ნამოსახლარის პოპულარიზაცია და არსებული ინფრასტრუქტურის განვითარება.

გორის მუნიციპალიტეტის მერის, კონსტანტინე თავზარაშვილის ინფორმაციით, აღნიშნული მიმართულებით მალე აქტიურ მუშაობას დაიწყებს გორის მუნიციპალიტეტის მერია.

„გუდაბერტყას ნამოსახლარი ერთი-ერთი საინტერესო ისტორიული ადგილია გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. ობიექტი, რომელიც უკვე ადგილობრივი თვითმმართველობის ბალანსზეა, მნიშვნელოვანია როგორც სამეცნიერო, ასევე ტურისტული თვალსაზრისით. ამიტომაც, ადგილობრივი თვითმმართველობა შესაბამისი სამუშაოების განხორციელებას მალე დაიწყებს. დღეს ადგილზე გავეცანი არსებულ ვითარებას და დავესწარი მიმდინარე არქეოლოგიურ კვლევის პროცესს, მინდა გითხრათ, რომ ეს ძალიან საინტერესოა და მოვუწოდებ ყველას, ამ სიამოვნების მიღების შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვას“, - აღნიშნა გორის მუნიციპალიტეტის მერმა, კონსტანტიე თავზარაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გუდაბერტყას ნამოსახლარზე არქეოლოგიური გათხრები 1956 წელს დაიწყო და 1989 წელს შეწყდა. პროცესი 2005 წლიდან აქტიურად გაგძელდა. მოპოვებული ისტორიული მასალა დაცულია გორში, სერგი მაკალათიას სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში.

კვირის ამბები