რეგიუნული ტურნეს ფარგლებში ახალგაზრდობის სააგენტო დღეს, გორის მუნიციპალიტეტს ეწვვევა. ვიზიტის ფარგლებში სააგენტოს ხელმძღვანელი, მიმართულების კოორდინატორებთან ერთად მხარის რწმუნებულს გიგი ხოჯევანიშვილს, ასევე, გორის მუნიციპალიტეტის მერს კონსტანტინე თავზარაშვილს, საკრებულოს თავმჯდომარეს და ახალგაზრდულ საკითხებში ჩართულ ადგილობრივ თანამშრომლებს შეხვდება. როგორც ცნობილია, შეხვედრაზე, მხარეები ადგილობრივ დონეზე ერთობლივად გადადგული ნაბიჯებისა და გეგმიური აქტივობების შესახებ იმსჯელებენ.
ახალგაზრდობის სააგენტო არაფორმალური განათლებით ახალგაზრდების გაძლიერებას, განვითარებას, მათთვის საჭირო კომპეტენციებისა და ახალი შესაძლებლობების მიცემას ისახავს მიზნად. ამისთვის, შემუშავებულია ევროპული სტანდარტების სამწლიანი რეფორმა, რომლის ერთ-ერთი მიმართულების „მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკის“ ფარგლებში, სააგენტო 6 ივლისიდან 10 რეგიონის 11 საპილოტე მუნიციპალიტეტში სამუშაო შეხვედრებს ატარებს.
მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების პროგრამსი ფარგლებში, ქვეყნის 64-ვე მუნიციპალიტეტში, წელს კი - საპილოტედ შერჩეულ 11 მუნიციპალიტეტში, უნდა არსებობდეს ახალაგზრდული პოლიტიკის დოკუმენტი და სამოქმედო გეგმა, რომელიც ახალგაზრდების საჭიროებებსა და გამოწვევებს პასუხობს.