საზოგადოება
16.07.2020 11:31
მოქმედ და ყოფილ სამხედროებს ბინები გადაეცემათ - პრემიერი

მოქმედ და ყოფილ სამხედროებს, თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი ბინები კერძო საკუთრებაში გადაეცემათ, - აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ დღეს მთავრობის სხდომაზე გააკეთა.

პრემიერის თქმით, საკითხი კომისიური წესით განიხილება.

„თავდაცვის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება და მისი უწყებრივი ბინები, როგორც  თავდაცვის სამინისტროში ამჟამად მომსახურე სამხედროებს, ასევე ყოფილ სამხედროებს კერძო საკუთრებაში გადაეცემათ. ეს საკითხი კომისიური წესით იქნება განხილული. საუბარია რამდენიმე ათას ბინაზე საუბარი. რა თქმა უნდა, ეს ადრეც გასაკეთებელი იყო და აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს იქნა მიღებული“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

კვირის ამბები