რეგიონი
15.10.2019 16:21
ხაშურის სამშობიაროში დედა და შვილი გარდაიცვალნენ
ხაშურის სამშობიაროში დედა და მუცლადმყოფი შვილი გარდაიცვალნენ. გარდაცვლილი ქალისთვის ეს მე-5 ორსულობა იყო, მას 4 შვილი ჰყავდა. მომხდართან დაკავშირებით კლინიკას ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. გარდაცვლილი ქალის ერთ-ერთი ახლობლის თქმით ორსულობა რთულად მიმდინარეობდა. GMnews-ის წყაროს ცნობით, ნაყოფი დედის გარდაცვალაბემადე დაღუპული იყო. დაღუპულის ახლობლები მომხდარში ექიმებს ადანაშაულებენ და მათი პასუხისმგებლობის საკითხს აყენებენ.
კვირის ამბები