ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში სულ უფრო მატულობს ინფიცირებულთა რიცხვი. სტატისტიკის თანახმად, ყოველდღიურად, საშუალოდ, ინფიცირების 55 000-65 000 ახალი შემთხვევა ფიქსირდება. ბოლო დღე-ღამის მაჩვენებელმა კი ამ სტატისტიკას მნიშვნელოვნად გადაუსწრო და ბოლო 24 საათში, აშშ-ში კოვიდ 19-ის 67 632 ახალი შემთხვევა დადასტურდა და კოვიდიფიცირებულთა საერთო რაოდენობა 3.5 მილიონამდე გაიზარდა.
ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 2 მლნ-ს მიუახლოვდა ბრაზილიაში, გარდაცვლილთა რიცხვი კი 75 366-მდე გაიზარდა.
ბოლო დღე-ღამეში ბრაზილიაში 1 156 ადამიანი გარდაიცვალა- Covid 19-ის მსოფლიო სტატისტიკა
კოვიდინფიცირებულების რაოდენობით ინდოეთი მესამე ადგილს იკავებს მსოფლიოში აშშ-სა და ბრაზილიის შემდეგ. ინფიცირების რიცხვი 968 857-მდე გაიზარდა, გარდაცვლილია 24 914 პაციენტი.
მდგომარეობა კვლავ გართულდა რუსეთის ფედერაციაშიც, სადაც ინფიცირებულთა რაოდენობა 745 197 გახდა, გარდაცვლილია 584 139 ადამიანი. ინფიცირებულთა რაოდენობით რუსეთი მეოთხე ადგილზეა მსოფლიოში აშშ-ს, ბრაზილიისა და ინდოეთის შემდეგ.
ფატალური შემთხვევების რაოდენობით მექსიკამ იტალიას გადაუსწრო.
ინფიცირების და ფატალური შედეგების რაოდენობამ მოიმატა ირანშიც.
კორონავირუსის ახალი შემთხვევების მატების ფონზე, ეპიდემიის გავრცელების აღკვეთის მიზნით, 15 ივლისიდან ტრანსასასაზღვრო მიმოსვლაზე ახალი შეზღუდვები დააწესა ირანმა.
ყაზახეთში კორონავირუსის გამო მეორედ დაწესებული კარანტინი ორი კვირით, ივლისის ბოლომდე გახანგრძლივდა.
გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის ახალი შემთხვევები გამოვლინდა გერმანიაში და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 200 890-მდე გაიზარდა, გარდაცვლილია 9 080 ადამიანი.
სომხეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, „კოვიდ-19“-ის შემთხვევათა რიცხვი 33 005-მდე გაიზარდა, ფატალურად დასრულდა 592 შემთხვევა
აზერბაიჯანში ინფიცირების 25 672 შემთხვევაა დადასტურებული, საიდანაც 326 პაციენტი გარდაიცვალა.
რაც შეეხება საქართველოს, კორონავირუსით ინფიცირების 1 004 შემთხვევა დადასტურდა, გარდაცვლილია 15 ადამიანი.
ამ დროის მონაცემებით, მსოფლიოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 13 556 202 შემთხვევაა დაფიქსირებული. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობიდან გარდაიცვალა 584 139 ადამიანი.