საზოგადოება
15.07.2020 12:32
მიმდინარე წელს სარეაბილიტაციო სამუშაოები გორის მუნიციპალიტეტის 33 სკოლაში განხორციელდება

2020 წელს, სარეაბილიტაციო სამუშაოები გორის მუნიციპალიტეტის 33 სკოლაში განხორციელდება. თითქმის ყველა სკოლაში კი,  სველი წერილების რეაბილიტაციაა დაგეგმილი - ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ ადგილობრივი თვითმმართველობა ავრცელებს. გორის მუნიციპალიტეტის მერის თქმით, პროექტების ჯამური ღირებულება 1 056 795 ლარია.

„ამ ეტაპზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები ოთარშენის, ახალდაბის, ვარიანისა და არბოს, სვენეთის, ახრისის, ქიწნისის, დიცისა და გორის მეშვიდე საჯარო სკოლებში მიმდინარეობს. მსგავსი სახის სამუშაოები ახლო მომავალში დაიწყება პატარა გარეჯვრის, ატენის, კარბის, ბეთლემის, ზეღდულეთის, აძვის, სათემოს, ზემო ნიქოზის, ტირძნისის, არაშენდის, ზემო ხვითის, ბერშუეთის, ბოშურის, მეჯვრისხევის, რეხის, ფლავის, ქვახვრელის, ქვემო სობისის, ყელქცეულის, მეღვრეკისის, ხურვალეთის, ქვემო ხვითისა და გორის მეოთხე  და მერვე საჯარო სკოლებშიც. სველი წერტილების რეაბილიტაციის პარალელურად კი, გორის მერვე და ქვახვრელის საჯარო სკოლებში მოეწყობა სპორტული მოედნებიც,“ - აღნიშნა კონსტანტინე თავზარაშვილმა.

 

კვირის ამბები