გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ მეჯვრისხევის განაპირას, საოკუპაციო ხაზთან დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილის ახლობლები ცოტა ხანში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდებიან.
ოჯახის წევრები დაკავებულის მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღებას სამართალდამცავებისგან ელიან.
ხვიჩა მღებრიშვილი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გამყოფ ხაზთან 3 ივლისს დააკავეს და ცხინვალში გადაიყვანეს. დაკავების შემდგომ, ოჯახს არავინ დაკავშირებია, თუმცა, სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, მღებრიშვილი დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა ე.წ. კარანტინში მოათავსეს.
დაკავებულის ახლობლებმა გუშინ, სოფელ მეჯვრისხევში აქცია გამართეს და დაკავებულის უმოკლეს დროში გასათავისუფლებლად, ხელისუფლებისგან ყველა არსებული ბერკეტის დაუყოვნებლივ გამოყენება მოითხოვეს.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება