„დენდროლოგიური პარკი თავისი მასშტაბით, მცენარეთა უნიკალური და მრავალფეროვანი კოლექციითა და ორიგინალური განაშენიანებით სრულიად გამორჩეულია მთელ რეგიონში. 60 ჰექტარზე გაშენებული ბაღი, ადგილობრივი და მსოფლიო ეგზოტიკური ფლორის ათასობით სახეობას აერთიანებს. მცენარეთა უნიკალურ კოლექციასთან ერთად, პარკის ტერიტორიაზე მსოფლიოს ყველა კონტინენტის 58 სახეობის ფრინველი ბინადრობს.
რეგიონში ცნობილი ბათუმისა და თბილისის ბოტანიკური ბაღების შემდეგ, შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი საქართველოს კიდევ ერთ სავიზიტო ბარათი იქნება.
მსურველებს პარკის დათვალიერება უფასოდ შეეძლებათ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელიც „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა გაავრცელა.
რის ნახვას შეძლებს დენდროლოგიური პარკის ვიზიტორი - მაგნოლიები, კვიპაროსები, კედრები, ევკალიპტები, ადგილობრივი და მსოფლიო ეგზოტიკური ფლორის ათასობით სახეობა, მსოფლიოს ყველა კონტინენტის 58 სახეობის ფრინველი, არაერთი სახეობის ცხოველი
შეკვეთილის დენდროლოგიური პარკის გაშენება სამი წლის წინ დაიწყო ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით.
ნახეთ დენდროლოგიურ პარკში გადაღებული ფოტოები, რომლებიც ფოტოგრაფმა ბადრი ვადაჭკორიამ გამოქვეყნა სოციალურ ქსელში.