საზოგადოება
14.07.2020 21:55
სადგურის დასახლებაში, სარკინიგზო ლიანდაგის მიმდებარედ გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
გორში, რკინიგზის სადგურის დასახლების ტერიტორიაზე, მტკვარზე გადასასვლელ საავტომობილო ხიდთან ახლოს გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ცეცხლი ლიანდაგის მიმდებარედ ბალახს და ბუჩქნარს გაუჩნდა.
ადგილზე მობილიზებული იყო შიდა ქართლის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს მეხანძრე-მაშველები და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
ხანძრის ჩაქრობა უმოკლეს დროში მოხერხდა.
კვირის ამბები