საქართველოში აზარტულ თამაშებზე და ნარკოდამოკიდებული ბავშვებისთვის და ახალგაზრდებისთვის უფასო კონსულტაციის სერვისი ამოქმედდა.
111-ის ცხელი ხაზის დახმარებით, ბავშვები, ახალგაზრდები და მათი ოჯახის წევრები ერთჯერადად ან მრავალჯერადად გაივლიან ფსიქოლოგთან და ფსიქოთერაპევტთან უფასო კონსულტაციას.
საქართველოში დღემდე უკვე მოქმედებდა ბავშვთა დახმარების ცხელ ხაზი, რომელსაც ეს სერვისიც დაემატა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბავშვთა დახმარების ცხელი ხაზი არასრულწლოვნებთან დაკავშირებულ ყველა საკითხს აერთიანებს - ძალადობა, ჯანდაცვა, განათლება, სოციალური თუ სხვა სახის პრობლემები.
ცხელი ხაზი - 111, რომელიც ინდივიდუალური და სიტუაციური რისკების გამოვლენას, შეფასებას და შესაბამის რეაგირებას ახორციელებს, ბავშვის უფლებათა კოდექსის ფარგლებში შეიქმნა და 1-ლი მაისიდან ფუნქციონირებს.
ბავშვთა დახმარების ცხელი ხაზი - 111 უფასოდ, სამუშაო დღეებში 10:00 – 19:00 საათამდე ფუნქციონირებს.