კონფლიქტები
13.07.2020 18:01
ხელისუფლების წარმომადგენლებმა საოკუპაციო ხაზთან დაკავებული ზაზა გახელაძის ოჯახს დაკავებულის მდგომარეობის შესახებ დამატებითი ინფორმაცია მიაწოდეს

პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფომაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძე და შიდა ქართლის გუბერნატორი გიგი ხოჯევანიშვილი, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში საოკუპაციო ხაზთან დაკავებული ზაზა გახელაძის ოჯახში იმყოფებოდნენ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ოჯახის წევრებს დამატებითი ინფორმაცია მიაწოდეს დაკავებულთან დაკავშირებით და ასევე, იმ ბერკეტებზე, რასაც სახელმწიფო იყენებს დაკავებულის უმოკლეს დროში გასათავისუფლებლად.

„აღნიშნული დაკავების ფატთან დაკავშირებით, მოგეხსენებათ, ამოქმედებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზი. აღნიშნულის გარდა, სახელმწიფო ყველა არსებულ ბერკეტს იყენებს იმისთვის, რომ უმოკლეს დროში მოხდეს გამყოფი ხაზის სიახლოვეს უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის გათავისუფლება, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, გახელაძე ამ დროისთვის ცხინვალში იმყოფება“, - განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორმა.

კვირის ამბები