ახალი კორონავირუსის (Covid-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით შემუშავებული შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნასთან ერთად ამოქმედდა რეკომენდაციები ბინების, საოჯახო სასტუმროებში ნომრებისა და აპარტამენტების გამქირავებელთათვის.
აღნიშნული წესების თანახმად, გამქირავებლებს შემდეგი ნორმების დაცვა მოუწევთ:
კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის განთავსება;
ჰიგიენური ნარჩენებისთვის დახურული კონტეინერის გამოყოფა ერთჯერადი პლასტიკური პაკეტით;
CHECK OUT-ის შემდგომი პროცედურის დაცვა - დეზინფექცია და 4 საათიანი განიავება.
დალაგება-დასუფთავებისას კი, დიასახლისმა პერსონალური დაცვის საშუალებების გამოყენებასთან ერთად უნდა გაითვალისწინოს/განახორციელოს შემდეგი:
დალაგების დაწყების წინ და დასრულების შემდეგ ხელების დაბანა საპნითა და წყლით 20 წამის განმავლობაში ან 70%-იანი ალკოჰოლის შემცველი ჰიგიენური საშუალებების გამოყენება;
ხშირად შეხებადი ზედაპირებისა და დაბინძურებადი სივრცეების პერიოდული დასუფთავება/დეზინფექცია;
რბილი ავეჯისა და იატაკის წმენდა სპეციალური საწმენდი საშუალებებით;
ყოველი გამოყენების შემდეგ მტვერსასრუტის გასუფთავება სადეზინფექციო საშუალებით;
ასევე, გამოყენებულლი თეთრეულის და პირსახოცები შეაგროვოს სპეციალურად გამოყოფილ ტომარაში (ვინაიდან მათი იატაკზე მოგროვება/დაბერტყვა შეფუთვის გარეშე ტრანსპორტირება რისკის შემცველია); თეთრეულის გარეცხვოს 60 გრადუსი ცელსიუსი ტემპერატურის წყლით და სათანადო სარეცხი საშუალების კომბინაციით; გაითვალისწინოს ისიც, რომ მტვრისა და მიკროორგანიზმების ჰაერში ან სუფთა ზედაპირზე მოხვედრის გამოსარიცხად უმჯობესია სველი წესით დასუფთავება/დეზინფექცია;
კიდევ ერთი რეკომენდაცია, რომელიც ბინების, საოჯახო სასტუმროებში ნომრებისა და აპარტამენტების გამქირავებლებს ეძლევათ, სტუმრის მიღების და გასვლის დისტანციური სისტემის დანერგვაა.