გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევერაში ცენტრალური გზიდან საბავშვო ბაღამდე მისასვლელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასრულდა.
გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სამუშაოებისთვის 100 000 ლარი დაიხარჯა. პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია ჩაუტარდა გზის 342 მეტრიან მონაკვეთს, ამავდროულად, მოეწყო ეზოებში შესასვლელები.
„გზის აღნიშნულ მონაკვეთზე არ იყო ასფალტის საფარი და შესაბამისად, გზის არათანაბარი ზედაპირისა და ორმოულების გამო, როგორც მძღოლებს, ასევე ფეხით მოსიარულეებს პრობლემები ექმნებოდათ, განსაკუთრებით, უამინდობის დროს. სოფლის ცენტრალური გზიდან საბავშვო ბაღამდე მისასვლელი გზის მონაკვეთის რეაბილიტაციის შემდეგ კი, ადგილობრივ მოსახლეობას აღნიშნული პრობლემა აღარ შეაწუხებს“, - აცხადებენ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება