საზოგადოება
13.07.2020 13:00
ერთიანი ეროვნული გამოცდები გრძელდება - აბიტურიენტების ნაწილი ისტორიას აბარებს

ერთიანი ეროვნული გამოცდები გრძელდება, აბიტურიენტების ნაწილი, ისტორიას აბარებს. როგორც GMnews-თან საუბრისას გორის საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორმა თინათინ გვერდწითელმა განაცხადა, საგამოცდო პროცესი, დღეს, ორ სესიად წარიმართება.  
„მინდა გითხრათ რომ პირველი სესია უკვე დასრულდა და საგამოცდო პროცესმა მშვიდ ვითარებაში, ხარვეზების გარეშე ჩაიარა . რაც შეეხება რეგისტრაციის პროცესს, შეფერხებები არც ამ კუთხით გვქონია. დღევანდელ გამოცდაზე 387 აპლიკანტი იყო დარეგისტრირებული, თუმცა, მხოლოდ 367 მათგანი გამოცხადდა. გეტყვით იმასაც, რომ თერმოსკრინინგის პროცესში, არცერთ აბიტურიენტებთან დაფიქსირებულა  მაღალი ტემპერატურა ან სხვა რაიმე სახის შეუსაბამობა. მეორე სესიის რეგისტრაციის პროცესი კი, 14:00 საათზე დაიწყება. იმის გათვალისწინებით, რომ ისტორიის გამოცდისთვის  სამ საათზე ნაკლები დროა განკუთვნილი, საგამოცდო პროცესი, დღეს, ორ სესიად მიმდინარეობს“, - განაცხადა თინათინ გვერდწითელმა.

შეგახსენებთ, 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები აბიტურიენტებისათვის 6 ივლისს დაიწყო და 25 ივლისს დასრულდება, სამაგისტრო გამოცდები კი 1- 4 აგვისტოს გაიმართება. რაც შეეხება მასწავლებლობის მსურველებისათვის გამოცდებს, 22 ივლისიდან 30 ივლისის ჩათვლით ჩატარდება.

გამოცდებისათვის რეგისტრირებულთა რაოდენობა კი ასე გამოიყურება: 39 300-ზე მეტი აბიტურიენტი,  3 600 - ზე მეტი სტუდენტი 12 600-ზე მეტი მაგისტრობის კანდიდატი და 12 000-მდე მასწავლებლობის მსურველი.

 

კვირის ამბები