სამართალი
15.10.2019 14:30
1012 დაშავებული და 21 გარდაცვლილი ბავშვი - 2018 წლის ავარიების სტატისტიკა საქართველოში

ბიუროს დღევანდელ სხდომაზე „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები განიხილება. აღნიშნული ცვლილებები, ავტომანქანით 12 წლამდე ასაკის ბავშვების გადაყვანისას, რეგულაციების გამკაცრებას ითვალისწინებს.

კანონპროექტის მიხედვით, მძღოლი ვალდებული იქნება,12 წლამდე (135 სანტიმეტრამდე) ბავშვის მსუბუქი ავტომობილით გადაყვანისას, უზრუნველყოს სპეციალური საბავშვო ეტლის, სავარძელის, ან დამჭერი მოწყობილობის გამოყენება.

ცვლილებების ინიცირები დეპუტატები ეკა ბესელია და ზვიად კვაჭანტირაძე არიან.

კანონპროექტზე მუშაობისას გაითვალისწინეს, 2018 წლის დაფიქსირებული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების სტატისტიკა. 2018 წელს, საქართველოში, 16 წლამდე ასაკის 1012 ბავშვი დაშავდა, ხოლო 21 გარდაიცვალა. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების დროს 12 წლამდე ბავშვების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებელია საბავშვო სამგზავრო სავარძლების გამოყენება, რაც 70%-მდე ზრდის ბავშვის გადარჩენის შანსს.

 

კვირის ამბები